მისია

კომპანია „ალტერვეისტი" 2020 წელს დაფუძნდა, რომლის ძირითადი მიზანია სხვადასხვა ტიპის ნარჩენების მართვა და სეპარირება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი ახალგაზრდებით, რომლებსაც ნარჩენების მართვის მიმართულებით (როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული სახით) აქვთ შესაბამისი გამოცდილება.

შპს „ალტერვეისტი" თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან (ჰოლანდიაში, საბერძნეთში, გერმანიაში), რომლებიც გადაამუშავებენ სხვადასხვა სახის ნარჩენებს (პლასტმასი, ქაღალდი, მეორეული საკვები ზეთი, მინა და სხვ.) და ქმნიან ახალ პროდუქტს/პროდუქტებს.

ნარჩენების გადამუშავების სწორი მართვა აუცილებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რაც პირდაპირპროპორციულად განაპირობებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობას. ჩვენი სამეწარმეო საქმიანობა ბიზნესის ხელშეწყობასთან ერთად ემსახურება სწორედ მწვანე პოლიტიკას და დიდი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

+